ნათია მოგელაძეს იჭერენ?!
საქართველოს აუდიტის სამსახურის პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც მოგელაძის სამსახური, „ქართული ოცნების„ შემომწირველ ფიზიკურ პირებს ჯერ შეწირული თანხის ათმაგი, შემეგ კი ხუთმაგი ოდენობით აჯარიმებდა. პროკურატურაში მოგელაძისა და მას დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომელთა წინააღმდეგ, ათობით საჩივარია შეტანილი. მომჩივანები მათ ზეწოლაში, ჩვენებების არაკანონიერი მეთოდებით ჩამორთმევასა და ასევე, უკანონოდ დაჯარიმებაში სდებენ ბრალს. მომჩივანთა გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ უშუალოდ ნათია მოგელაძის გადაწყვეტილებით, „ ქართული ოცნების„ ასეულობით შემომწირველი დიდი ოდენობის თანხით დააჯარიმეს, ხოლო 62 ფიზიკურ პირს, უძრავი ქონება დაუყადაღეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს გიგა ბუკიას, ბიძინა გუჯაბიძესა და რომან კუსიანს.
ლევან ჯავახიშვილი