დაუყოვნებლივ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!

დაუყოვნებლივ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!

გრძელდება ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ამ ინფორმაციას პარტია „თეთრების“ პრესასმსახური ავრცელებს.

2012 წლის 27 ნოემბერს, 30-მდე  საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, (მათ შორის პარტია „თეთრებმა“) ხელი მოაწერა მემორანდუმს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე.

მემორანდუმში ნათქვამია:

„ვაფიქსირებთ რა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობას მის პოსტთან, წლების მანძილზე მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილ მრავალ არაკონსტიტუციურ და დანაშაულებრივი ქმედებებს, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქართველი ერი, შეარყია ქართული კულტურა და დაარღვია საქართველოს მთლიანობა და სახელმწიფოებრიობა, ცალსახად ვაცხადებთ და კატეგორიულად მოვითხოვთ:

დაუყოვნებლოვ გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!

აღნიშნულის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რისი ორგანიზებისა და განხორციელებისათვის ვერთიანდებით და თანაბრად ვანაწილებთ შესრულების პასუხისმგებლობას“.

2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართება მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა და მხარდამჭერთა  დიდი შეკრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: