ლევან ვარშალომიძე დაიკითხა

ლევან ვარშალომიძე დაიკითხა

 

საგამოძიებო სამსახურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაკითხვა დასრულდა.

 

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური დაკითხვაზე დაახლოებით სამსაათნახევარი იმყოფებოდა. ლევან ვარშალომიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მას კითხვები დაუსვეს პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელ ობიექტებზე იყო  საუბარი.

 

ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ყოფილი მთავრობის ლიდერების მსგავსი სახის დაკითხვები ხელს შეუშლის აჭარის რეგიონში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.

 

მაღალჩინოსნის დაკითხვისას საგამოძიებო სამსახურის შენობასთან შეკრებილი იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. ასევე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც ვარშალომიძის დასჯას მოითხოვდენენ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: