ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ეკა ბესელია:-"მეორე მუხლის ჩანაწერში ჩვენ შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი"

ეკა ბესელია:-"მეორე მუხლის ჩანაწერში ჩვენ შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი"

   ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. დეპუტატებს შორის კამათი მეორე მუხლში შეტანილ ცვლილებებს მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ ისევ შეიცვალა და დღის ბოლოს დოკუმენტი 112 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღეს. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა. მეორე მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც სადაო იყო, საბოლოოდ შეტანილ ცვლილებებში სიტყვა "მორალი" "ზნეობით" შეიცვალა. 

   -"კიდევ დამატებით მაქსიმალურად შევიტანეთ პროექტში ყველა ის ცვლილება, რომლითაც უფრო მკაფიო და ნათელი გახდა მუხლის შინაარსი. მეორე მუხლის ჩანაწერში ჩვენ შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ შესაძლებელია იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ნებისმიერი უფლება, რომელიც არ არის აბსოლუტური უფლება, შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი წესრიგის და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრული მიზნით",- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: