ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ცოტნე გამსახურდია: ხელისუფლებას და RMG -ს უცხოელი ექსპერტები დატყვევებული ჰყავთ

ცოტნე გამსახურდია: ხელისუფლებას და RMG -ს უცხოელი ექსპერტები დატყვევებული ჰყავთ

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, კომპანია RMG გოლდს და ხელისუფლებას,  უცხოელი ექსპერტები დატყვევებული ჰყავთ და საზოგადოებას მათთან არანაირი კომუნკაციის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც  საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა, ცოტნე გამსახურდიამ „ივერიონს“, რუსთაველის გამზირეზე აქციის  მიმდინარეობისას განუცხადა, საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტოტიაზე პროცესები არაგამჭვირვალედ მიმდინარეობს.  

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ გერმანელი და ამერიკელი ექსპერტებისგან შემდგარ, გაფართოებულ კომისიას, რომელზეც თავიდანვე იყო ლაპარაკი, ხელისუფლებამ და მასთან ასე შეხმატკბილებულმა RMG  გოლდმა, საყდრისის სრულყოფილად და გამჭვირვალედ შესწავლის საშუალება მისცეს.

ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ RMG - ს და კულტურული მემკვიდრეობის საააგენტოს მოწვევით, საქართველოში მოწვეულ  ბულგარელ და გერმანელ ექსპერტრბს, სანამ ქვეყანას დატოვებენ, თუ საზოგადოებასთან არა, ჟურნალისტებთან  შეხვდრის საშუალება მიეცეთ. ვინაიდან, ისინი დღეს იმყოფებიან ინტენსიური დაკვირვებიოს ქვეშ. მათ ეუბნებიან, რომ თუ არ დაინგრევა საყდრისი, დაინგრევა საქართველოს ეკონონიკა, რაც დიდი სიცრუეა“, -  აცხადებს ცოტნე გამსახურდია. 

მირანდა ჭარხალაშვილი

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: