ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ჭიათურაში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ქუთაისის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ჭიათურაში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ქუთაისის სასამართლომ   განაჩენი გამოუტანა

ჭიათურელი ტაქსის მძღოლის, ამირან თაბაგარის განზრახ მკვლელობის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა. აღნიშნულ საქმეზე 3 პირი გასამართლდა. ძმებს, გაგა და გოგა სოფრომაძეებს 20, ხოლო, ნოდარ თოდაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ დრომდე უცნობია გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს.

როგორც, „ივერიონისთვის“ გახდა ცნობილი, პროკურორი დავით სიმონია ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2013 წლის 12 აგვისტოს ჭიათურაში, სოფელ კაცხში მოხდა. სასტიკად ნაწამები ტაქსის მძღოლის ცხედარი კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხოელმა ტურისტებმა შემთხვევით იპოვეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: