ევგენი მიქელაძე:ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ადამიანებს, არამედ, მახინჯ იდეოლოგიას!„
გვესაუბრება არასამთვრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელი - ევგენი მიქელაძე.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი პარლამენტმა შესწორებების შემდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ასაფრთხეებსშეიცავსესკანონისაქართველოსთვის?
ვფიქრობ,ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებამდე ხელისუფლებას მეტი გონიერება უნდა გამოეჩინა და იგი ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიეღო. მიმაჩნია, რომ, ეს კანონი, „ლგბტ“ თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე, ეროვნული და ეთნიკური კუთხით. აქედან გამომდინარე,ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეროვნული ხელისუფლება გვეყოლება. გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლებამ შემოიღო ე.წ. ღია კარის პრინციპი და ფაქტიურად აზიის და აფრ იკის 80 ქვეყნიდან საქართველოში უკონტროლო მიგრაცია ხდებოდა და დღესაც გრძელდება.. ანტიდისკრიმინაციული კანონით იკრძალება სიტყვის თავისუფლებაც,
რადგან იკრძალება დისკრიმინმაციისკენ წაქეზება, ანუ, თუ ადამიანი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვით გამოვა და იტყვის, რომ მისთვის მიუღებელია ქართული მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის, ამ კანონით ეს შეიძლება დიისკრიმინაციად შეფასდეს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ამ კანონის პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე საიმიგრაციო პროცესები უნდა შეიზღუდოს და ეროვნული რესურსების უცხოელებზე გაყიდვაც აიკრძალოს. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ქვეყანაში არსებობს სეპარატიზმის საფრთხეებიც.
რასაფრხეებსგულისხმობ?
ამ კანონით , არ არის გამორიცხული, გარკვეულმა ულტრალიბერალურმა ძალებმა რომელიმე რეგიონში რეგიონული ენის სტატუსი მოითხოვონ... ამავე დროს, ყოვლად მიუღებელია, „ლგბტ“ -ს თემით მალიპულირება. არასამათვრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ წრეებში და შესაძლოა საეკლესიო პირებს შორისაც, არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც უმცირესობების თემაზე მანიპულირებით ცდილობენ საქართველო ისევ რუსულ ორბიტაზე გადაათრიონ. ამბობთ, რომანტიდისკრიმინაციულიკანონისმიღებაასოცირებისხელშეკრულებაზეხელმოწერისჩაშლისკენაამიმართული?!
დავიწყოთ იქიდან, რომ, „ქართული ოცნება“ არის კოალიცია და რამდენიმე პარტიას აერთიანებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“ არის ორი განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების მქონე ძალა- ერთი პროდასავლურია,ხოლო მეორე იხრება რუსეთისკენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ძალები ხელოვნურად ცდილობენ ვითარების დაძაბვას. თუკი 17 მაისს დაგეგმილი აქცია დაარბიეს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რუსული ინტერესი, რომლის მიზანია, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება, რომელსაც მართლმადდებელი მრევლი არ მიიღებს. იქნება ეს სტიმული „ლგბტ“- თვის, რომ აქცია გამართონ?
ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი გზით და არა ქუჩაში ადამიანების ცემით.
ვთვლი, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში უკანონობის და „ლგბტ“-ის პროპაგანდის პირდაპირი ბერკეტი არ არის. ამ კანონის პარალელურად უნდა იქნას მიღებული რამდენიმე კანონი, რომელიც არსებულ საფრთხეებს გაანეიტრალებს. მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა დევნილებს ვერ უზრუნველყოფს ფართებით, აფრიკელებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისთვის საცხოვრებლების აშენება დაუშვებელია. ასევე, კანონით 300 000 ლარის ნაცვლად საინვესტიციო ზღვარი 1 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
უმცირესობებისა და უმრავლესობის ურთიერთობა როგორ უნდა მოექცეს ჩარჩოებში, რომ შეძლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება?ვის ეკისრება ურთიერთობების დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი, ეკლესიას თუ მთავრობას?
ჩევნ უნდა ვებრძოლოთ არა ადამიანებს, არამედ მათ იდეოლოგიას. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ეკლესია უნდა ეცადოს არა მათ გარიყვას, არამედ, ისინი დაუბრუნონ ტრადიციულ ღირებულებებს და ცხოვრების ნორმალურ წესს. საზოგადოება საერთო ფასეულობებზე უნდა შეთანხმდეს.
ქართველი ერი ნელ ნელა აღმოჩნდება უცირესობაში და მივიღებთ ახალ სინგაპურს- საქართველოს ქართველების გარეშე. უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი ქართველი ერისთვის დიდ საფრთხეს არ შეიცავს, გაცილებით მეტი საფრთხეა უცხოელები, რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან ქვეყანაში და ქართულ მიწა-წყალს ეუფლებიან.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცახდეთ, რომ შარშანდელი 17 მაისი იქნება მონაგონი. რას აპირებს „ეროვნული ფრონტი“ 17 მაისს?
ჩემი ეს განცხადება კონკრეტულ ფაქტს უკავშირდებოდა. ორგანიზაცია „იდენტობა“ ბავშვთა სახლების გახსნას აპირებდა, რაც ყოვლად მიუღებელია, რადგან, ეს იქნება ბავშვებში უმცირესობების იდეოლოგიის პროპაგანდა . თუ მათ მიეცემათ ამის უფლება, ჩვენ ამას აუცილებლად გავაპროტესტებთ.
რაც შეეხება 17 მაისს, ნებისმიერი ძალადობრივი აქტი, რომელიც მიმართული იქნება ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლისკენ და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანისკენ, დასაგმობია. „ეროვნული ფრონტი“ აპირებს მონაწილეობა მიიღოს სასულიერო პირების მიერ დაანონსებულ მშვიდობიან აქციაში, მაგრამ თუ ვითარება დაიძაბება და და არამშვიდობიანი ფორმა მიიღო, აღნიშნულ პროვოკაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის წევრებს ეკრძალება.
ესაუბრა: მირანდა ჭარხალაშვილი