ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ანქვაბი ხელისუფლებაში რჩება

ანქვაბი ხელისუფლებაში რჩება

აფხაზეთის  ე.წ.  პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური ტელევიზიით სპეციალურ  განცხადებას ავრცელბს, რომელშიც  დაწვრილებით საუბრობს ოპოზიციონერებთან მოლაპარაკების შესახებ.

 ,,...ისინი ჩემთან მოვიდნენ და გადგომა, მინისტრთა კაბინეტისა და ორი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება მომთხოვეს. მე მათ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება შევთავაზე. შემდეგ ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა... ისინი თავიანთ მომხრეებთან ერთად იერიშზე გადმოვიდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ მათი მიზანი მიღწეული არ ყოფილიყო. მე არსად წავსულვარ. ვიმყოფები აფხაზეთში, უშიშროების საბჭოსთან ერთად მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას განვიხილავ. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. იურიდიულად  ეს, რა თქმა უნდა,  შეიარაღებული გზით, ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაა!“- ნათქვამია ანქვაბის განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: