დემურ გიორხელიძე:-"ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინები, შეიძლება რეალობად იქცეს"

დემურ გიორხელიძე:-"ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინები, შეიძლება რეალობად იქცეს"

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

   -"სამწუხაროდ ვითარდება სიტუაცია, გამოსავალს უკვე ინტენსიურად ეძებს არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ-ც!.. აშკარა შეშფოთება იგრძნობა! ერაყში უკონტროლო ჩიხური სიტუაცია იქმნება... უკრაინაში, არანაკლები! სანქციებმა გამოიწვია მოულოდნელი შედეგი, რომელიც ვერ გათვალეს პოლიტიკოსებმა, სანქციებმა შეაწუხა ევროპის ქვეყნები და... 

   საფრთხე შეუქმნა... ნატო-ს სტაბილურობას...

   რუსები უკვე აღარ თოკავენ თავს...სანქციებით გაჭირვებას და ყველანაირ მსხვერპლს მიჩვეული რუსეთის შეზღუდვა რომელ "გონიერს" უნდა მოსვლოდა თავში?!.. 

   ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინები, რომელზეც ადრევე ვწერდი, შეიძლება რეალობად იქცეს და... უკრაინის ფედერალიზაციაზე დათანხმებამაც კი არ შეაჩეროს ომის ესკალაცია... უკვე გაისმის ხმები მშვიდობიანი დაცილების თაობაზე... შემთხვევითი აღარაა ეს განცხადებები... 

ასეა! როცა პოლიტიკოსები ცდებიან, შედეგი სავალო დგება ყოველთვის!

   ჩვენ ეს ვიცით: 90-იან წლების დასაწყისში უაზრო პოლიტიკამ ხერხემალში გადატეხა ახალი ქართული სახელმწიფო - დღესაც ვერ გამოვსულვართ იმ ნგრევის შედეგებიდან...

   ერაყი - პირველი ომი... მამა-ბუში და პოლიტიკური მმართველობა აშშ-ში იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, - არ ჩამოაგდონ სადამი და სტაბილურობა შეინარჩუნონ ერაყში... ბუში-შვილი, რომელსაც ბევრი არაფერი მოეკითხებოდა გონიერების თვალსაზრისით... ქმნის ქაოსს ერაყში და ახლა ეს ქაოსი უდიდეს საფრთხეს უქმნის აშშ-ს ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში!..

   უკრაინის პარალელურად, ერაყში სიტუაციის სინქრონული დაძაბვა არაა შემთხვევითი... გონიერმა ისრაელელმა პოლიტიკოსებმა უარი თქვეს შეერთდებოდნენ უაზრო სანქციებს და... მიიღეს დაძაბულობა, მაგრამ ის ისრაელია და დაიცავს თავს...

   მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული...ნახეთ ფერმერების პროტესტები ევროპაში... ეს უკვე ევროპელების ჯიბეს ეხება და ამ უკმაყოფილებას რა შედეგი მოჰყვება, - იოლი განსასზღვრია: მთავრობების ცვლილებებს გამოიწვევს სულ მალე!

   ამიტომ ჩქარობს ყველა რაღაც გადაწყვეტილებაზე გავიდნენ, მაგრამ... მგონი, უკვე სწრაფად აღარაფერი მოგვარდება... ახლა, ვინც კი გაქაჩავს, მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე ითამაშებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: