ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას"

"უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას"

   "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

   პუტინის თქმით, სამშვიდობო გეგმა მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განიხილა. პრეზიდენტები  26 აგვისტოს, მინსკში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, შეხვედრას "უშედეგო" უწოდეს. თუმცა, მოგვიანებით რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, - "პოროშენკოსთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებების საშუალებით."

   პუტინის განცხადებით, სამშვიდობო გეგმა უნდა შეიცავდეს "არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, არამედ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზების საკითხებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოებრიობის საკითხებს, რისი მიზანიც ხალხის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფა იქნება,"-განაცხადა პუტინმა.

   უკრაინის კრიზისის შესახებ საუბრისას პუტინმა, ასევე, განაცხადა, - "ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილია, რათა აღარ მოხდეს ისეთი შეცდომის  კიდევ გამეორება, რაც უკრაინაში ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ეს პირველი მიზეზია იმისა, რაც დღეს ხდება",-განაცხადა პუტინმა.

   შაბათს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში კრიზისის ესკალაციიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მოამზადებენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: