ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს

სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს

   2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს. მაღალი ხარისხის კომპიუტერებს მიიღებენ დაწყებითი კლასის დამრიგებლებიც.

   სასწავლო პროცესში კომპიუტერების მიზანმიმართული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგებსაც ახორციელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  რუსთავის  22-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ახალი კომპიუტერები უკვე მიიღეს და  პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგები მიმდინარეობს.

 

   დაწყებითი საფეხურიდანვე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში ძალზე მნიშნველოვანია - კომპიუტერების საშუალებით პირველკლასელები დავალებებს ასრულებენ და ეცნობიან სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს. ინტერაქტიული და მოსწავლეებისათვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის უზრუნველსაყოფად, სპეციალურ გადამზადებას გადიან პირველკლასელთა დამრიგებლებიც.

 

   პირველი კლასის მასწავლებლების ტრენინგ-კურსი "ელექტრონული სწავლების დანერგვა" მიზნად ისახავს მასწავლებლების დახმარებას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად წარმართონ  ელექტრონული სწავლება.

 

   ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები  შემდეგ საკითხებს გადიან:

 

ნეთბუქთან მუშაობა და ფიზიკური სტრუქტურის გაცნობა

ტექსტურ რედაქტორში მუშაობა

ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის

ელექტრონული ფოსტა და დოკუმენტის გაცვლა/გაზიარების საშუალებები

საპრეზენტაციო პროგრამა

კლასის მართვის პროგრამული უზრინველყოფა

ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება

1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილის და სასწავლო პროექტის განხორციელება და შეფასება

   კონსულტაციები გაგრძელდება უშუალოდ სასწავლო პროცესშიც, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის ინდივიდუალურ დახმარებას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ყველა ეტაპზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და მასწავლებელი ერთად ამზადებენ გაკვეთილის გეგმას შესაბამისი ელექტრონული სასწავლო მასალით, მიჰყავთ საგაკვეთილო პროცესი 1:1 ელექტრონულ გარემოში და აფასებენ პროცესს. 

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: