თეიმურაზ მურღულია:-"ჩვენ ვიზიარებთ მდგრადი განვითარების ევროპულ მიზნებს და ღირებულებებს"
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროგრამების მმართველები - მურიელ ლამბერტ დე როუვროიტი და ალვარო ორტეგა აპარისიო.
შეხვედრაზე განხილული ევროკავშირის პოზიცია მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკვანძო პრინციპებთან მიმართებაში და სამინისტროს განსაკუთრებული როლი ასოცირების პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ის ფართოპროფილიანი მხარდაჭერის ღონისძიებები, რომლებსაც ევროკავშირი გარემოსდაცვით სფეროში ახორციელებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი დამატებით გამოყოფს ექსპერტთა ჯგუფს, რათა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავებული იქნას ასოცირების გზამკვლევი. განხილული იქნა სატყეო სექტორის მართვის გაუმჯობესების მხარდაჭერის შესაძლებლობა, ევროკავშირის "თვინინგის" პროექტის ფარგლებში ნარჩენების მართვის კოდექსის განსახორციელებლად საჭირო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობის საკითხები.
-"ჩვენ ვიზიარებთ მდგრადი განვითარების ევროპულ მიზნებს და ღირებულებებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქმიანობა ეკვეთება არა მარტო გარემოსდაცვით, არამედ მნიშვნელოვანწილად, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებსაც. დღევანელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის აქტიური თანადგომა ამ პროცესში" - განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.