დაიწყო ის, რაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა

დაიწყო ის, რაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა

   ქარელში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს სოფელ ზღუდერში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ მოინახულეს. აღნიშნულ რაიონში 3 კმ ახალი, ხოლო 2 კმ-ის რეაბილიტაცია ხდება. შიდა ქართლის რეგიონში ჯამში 9 კილომეტრი სატყეო-სამეურნეო გზის გაყვანა, ხოლო 8 კილომეტრამდე არსებული გზის აღდგენაა დაგეგმილი.

   ტყეში გზების გაყვანა ხელს შეუწყობს ტყეკაფებიდან მოსახლეობის მიერ, სოციალური დანიშნულების მიზნით გამოყოფილი მერქნული რესურსის თავისუფლად გატანას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია სხვა რეგიონებშიც დაიწყო, რაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა. საქართველოს მასშტაბით მომავალი წლის განმავლობაში 35 კმ ახალი გზის გაყვანა და 48 კმ გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: