ნათია ფანჯიკიძე: ათასნაირი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს ჩემს სტატუსს, შევაჯამებ გუშინდელ ფსიქოზს

ნათია ფანჯიკიძე: ათასნაირი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს ჩემს სტატუსს, შევაჯამებ გუშინდელ ფსიქოზს

   თავდაცვის მინისტრის,  ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე 27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობისა და მისი “Facebook”  სტატუსის შესახებ    განცხადებას ავრცელებს:


  „ცოტა ხნის წინ დამირეკეს "ქრონიკიდან", მახარაძის მკვლელობის შესახებ ჩაგწერთო. ვთქვი უარი. ჟურნალისტი ნორმალური ადამიანი  ჩანდა, თუმცა მაინც გარკვეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ათასნაირი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს, შევაჯამებ გუშინდელ ფსიქოზს: გარდაცვლილის მეგობრები მიყავდათ დაკითხვაზე და კარგა ხანს მათთან არ იყვნენ ადვოკატები, პოლიციელებმა დაარღვიეს წესები, იქცეოდნენ ცუდი ტრადიციისამებრ, რამაც ამ ხალხში გამოიწვია შიში, მეგობრებს დაგვიარესო და მკვლელის მეგობრები ჯერ არცერთი არ დაუკითხავთო, შიშმა გამოიწვია ძალიან ცუდი და დამაზიანებელი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინისტრის წინააღმდეგ და გამოითქვა ვარაუდები, რომ მკვლელისთვის უნდოდათ ხელის დაფარება. განსაკუთრებით ამ კვირის ფონზე, როცა ამდენი შემზარავი დანაშაული მოხდა და ყველა ძალიან მგრძნობიარე და დაზაფრული ვართ ემოციურად, ხალხისთვის ეს იყო დიდი აგრესიის საფუძველი და პრაქტიკულად მთელი ქალაქი ბორგავდა.
   რადგან არცერთი ის ადამიანი, ვისაც მთავრობაში ვიცნობ, არ იყო თბილისში, დავწერე სტატუსი, სადაც ეს ყველაფერი აღვწერე, რწმენით, რომ ამბავი მივიდოდა მინისტრამდე. არ ვიცი ჩემმა სტატუსმა შეასრულა ეს ინფორმაციული როლი, თუ მის გარეშეც უკვე ვიღაც აქცევდა ამ საქმეს ყუარდღებას, (ვერ დავიბრალებ), მაგრამ ძალიან მალე, სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში დასაკითხად წაყვანილ ხალხთან შეუშვეს ადვოკატები და ამის მერე ყველაფერი წარიმართა ყველა წესის დაცვით.


  ის, რომ ყველა ეს საშინელი დანაშაული გახსნილია და რომ მინისტრიც მგრძნობიარეა ხალხის აზრის მიმართ, რასაც არასდროს არ ვიყავით მიჩვეული, და გადაამოწმა და გაასწორა მდგომარეობა, არის ძალიან კარგი.


   ახლგაზრდებისგან იარაღის ამოსაღებად კი ალბათ საჭირო გახდება და იმედია ჩატარდება ღონისძიება, რადგან ყველა მშობელი (ამ შემთხევვაში ყველა დედის სახელით მგონია, რომ შემიძლია გამოვთქვა აზრი) ვართ გულგახეთქილი და შეშინებული.


 ეს გახლავთ მოკლე შინაარსი ქვეტექსტების, ინტერპრეტაციების და გადაჭარბების გარეშე," - წერს ფანჯიკიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: