ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და NATO-ს სტანდარტამდე მიყვანას სერიოზული რესურსი სჭირდება!

ირაკლი სესიაშვილი:  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და NATO-ს სტანდარტამდე მიყვანას სერიოზული რესურსი სჭირდება!

  "ჩვენ უკვე ვართ თავსებადი ნატოს გარკვეულ სტანდარტებთან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ სტანდარტზე მიყვანას, რასაც ნატო ჰქვია, სჭირდება საკმაოდ სერიოზული რესურსი"- ასე ეხმაურება  ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.


 მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება იმის წინაპირობაა, რომ როგორც აშშ, ასევე ნატო, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში რეალურად დაეხმარება.


   "ჩვენ უკვე ვართ თავსებადი ნატოს გარკვეულ სტანდარტებთან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ სტანდარტზე მიყვანას, რასაც ნატო ჰქვია, ამას სჭირდება საკმაოდ სერიოზული რესურსი. ეს რესურსი ქვეყანას ამ ეტაპზე არ გააჩნია, ამიტომ, ობამასა და რასმუსენის განცხადებები და მთლიანი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნების, არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ უშუალოდ უკვე თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში არათუ უბრალოდ დაგვეხმარებიან, არამედ, ამ სისტემას ჩამოგვაყალიბებინებენ",- განაცხადა სესიაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: