ვლადიმერ ბედუკაძე:-"ნელი მოქმედების ნაღმი ჩაირთო!"

ვლადიმერ ბედუკაძე:-"ნელი მოქმედების ნაღმი ჩაირთო!"

   ვლადიმერ ბედუკაძე შექმნილ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ""ნაციონალური მოძრაობა" იმ კარიდან ცდილობს დაიკავოს წართმეული პოზიციები,რა კარიდანაც გააბუნძულა ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს". ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:

   -"ნელი მოქმედების ნაღმი ჩაირთო და დროზე თუ არ გავაუვნებელყავით, ყველას ერთად გადაგვიყოლებს- ჩინიანსაც და უჩინოსაც, დიდსაც და პატარას ,პარტიული თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. აშკარად მოქმედების დროა პატივცემულო ხელისფლებავ!

კრიმინალური სექტა, ე.წ. პარტია "ნაციონალური მოძრაობა" იმ კარიდან ცდილობს დაიკავოს წართმეული პოზიციები,რა კარიდანაც გააბუნძულა ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს. 

   ამჯერად საქმე ამინისტიის თემას და ზოგადად ამინისტირებულებს ეხება. რეჟიმმა,რომელმაც პატიმართა რაოდენობით ევროპის ქვეყნებთა სამეულში მოახერხა ადგილის მყარად დამკვიდრება და ლიდერობა, დღეს " ქართულ ოცნებას" უწუნებს პოლიტიკას და აკრიტიკებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 

დროის ხანმოკლე მონაკვეთში დაახ. 24 .000-დან 9. 000 - მდე დაეცა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განთავსებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა რიცხვი. რა თქმა უნდა გარკვეულწილად პირადად ჩემთვისაც არსებობდა მოლოდინი,რომ კრიმინოგენური ვითარება მეტნაკლებად შეიცვლებოდა,მაგრამ ძირითადად ამას ამინისტიის მომენტიდან პირველ,თუნდაც მეორე წელს შესაძლოა ჰქონოდა ადგილი.

   ყველასათვის კარგად ცნობილია,რომ პრეზიდენტამა სააკაშვილმა განსაკუთრებით თავის მოღვაწეობის ბოლო წელს შეგნებულად ძალიან ბევრი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო,რის შედეგებს სწორედ ახლა ვიმკით. მან ბოლო ერთი წლის მანძლზე 2204 პირი შეიწყალა. ადამიანები,რომლებიც ამინისტირებულთა რიგებში არ მოხვდნენ მათ მიერ ჩადელი დანაშაულის სიმძიმის გამო.

   კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებით, უშალოდ პირადი გადაწყვეტილებით, უმეტესწილად შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სასჯელის მოხდისგან სრულად გაათავისუფლა ასეულობით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები ! 

   რა იყო მიზანი? არა მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს მისი მხრიდან კეთილშობილური მისია და ჰუმანური ჟესტი გახლდათ . ამ რაოდენობის პირი მას 9 წლის მანძილზე ერთად აღებული არ შეუწყალებია. არაფერი ჰქვია ამას,თუ არა გარიგება,სწორედ კრიმინალთან!

   ჰოდა, ვისაც არ ეზარება, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ნეოფაშისტურ რეჟიმს წლები "აპრავებდნენ", ერთგულად ემსახურებოდნენ, მის უაზრო წიკებს ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ და ლამის საქართველოს ისტორია "მიშამდე და მას შემდგომ" გადაწერეს, დღეს კრიმინალის ფონის მომატებაზე ვიშვიშებენ და ჭიკაიძის გათავისუფლებას დაჟინებით ითხოვენ.

   განა მართლა მოგენატათ ხალხო სააკაშვლი? გინდათ თქვათ, რომ ჩვენთვის დემოკრატია უცხო ხილია? რატომ დემაგოგობთ პატივცემულო "რუსთავი -2" -ო ? მოგონებაა თქვენთან მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთ- სსრკ-ს საინფორმაციო ომი ! რატომ ზაფრავთ მოსახლეობას? რატომ ხდით ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტს პოლიტიკურს? სააკაშვილმა დაგიბარათ? ბებია კი ყავს წერეთლი, მაგრამ სააკაშვილს წერეთლის ჭკუა ვინ მისცა!"

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: