"რუსთავი 2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2″, ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაზარალებულ ბავშვს ფინანსურად დაეხმარება.
ტელეკომპანიიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
-"ტელეკომპანია რუსთავი 2ის გადაწყვეტილებით, ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. გამოვთქვამთ მზადყოფნას, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ასევე, გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც, ჩვენის მხრივ, ჩავრიცხავთ ათი ათას ლარს და ასევე ჩვენი ეთერის მეშვეობით ვუზრუნველყობთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხები შესაძლებლობის ფარგლებში. ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეეძლება ანგარიშზე დარიცხული თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება სრულწლოვანების მიღწევისთანავე. იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების.
დაეხმარეთ პატარას "რუსთავი 2"-თან ერთად."
ცხრა საათიანი კურიერში კი არხის სპეციალური განცხადება გავრცელდა:
-"ტელეკომპანია "რუსთავი2-ს გადაწყვეტილებით. კომპანიის მენეჯმენტის, დამფუძნებლების და კოლექტივის სახელით გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
მზადყოფნას გამოვთქვამთ, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ასევე გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც ჩვენის მხრივ ჩავრიცხავთ 10 000 ლარს და ჩვენი ეთერის მეშვეობით უზრუნველვყოფთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხები შესაძლებლობის ფარგლებში.
ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეეძლება ანგარიშზე დარიცხული თანხა გამოიყენოს საკუთარი შეხედულებებისამებრ, სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების, დაეხმარეთ პატარას "რუსთავი 2″-თან ერთად"- ნათქვამია არხის ხელმძღვანელობის და კოლექტივის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.