ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი გურგულია:-"ჩემს ახალგაზრდობაში დანის დარტყმა არაკაცობად ითვლებოდა"

გიორგი გურგულია:-"ჩემს ახალგაზრდობაში დანის დარტყმა არაკაცობად ითვლებოდა"

    მსახიობი, რეჟისორი, ფონდი "სიყვარულის მატარებელი"-ს თავმჯდომარე, გიორგი გურგულია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლეობებს ეხმაურება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში სიყვარულმა იკლო და ახალგაზრდებში ეს გრძნობა უნდა დავთესოთ. 

    -"ახალგაზრდებში სიყვარული უნდა დავთესოთ, ჩემს ახალგაზრდობაში დანის დარტყმა არაკაცობად ითვლებოდა. ჩემს თაობაშიც  კი (90 წლების ბოლომდე ) ცუდ ჟესტად ითვლებოდა. ომის პერიოდმა მოიტანა ის, რომ ქართველებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს იარაღის გამოყენება. 

   ამ ბოლო პერიოდში ისეთი შუღლი დაითესა ახალგაზრდებში, რომ ასე მარტივად იმეტებენ  ერთმანეთს.  ჩვენი გამოსვლები  იქნება მათთვის.  ესე ნუ გაიმეტებენ ერთმანეთს, იჩხუბონ ხელით, ხელით ჩხუბს წინ არაფერი უდგას. დღეს იჩხუბებ, ხვალ შეიძლება სუფრასთან აღმოჩნდეთ ერთად, ან, სულაც კარგი მეგობრები გახდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებ, იქ ყველაფერი დასრულებულია, შენ ამ ცოდვას  ერთდროულად რამდენიმე თაობას  ადებ". 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: