ნინო ბორჩხაძე:-"კრიმინალებმა აიწყვიტეს იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომი დაბრუნდა"

ნინო ბორჩხაძე:-"კრიმინალებმა აიწყვიტეს იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომი დაბრუნდა"

   ნინო ბორჩხაძე ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ კრიმინოგენულ ფონს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

-"მოკლედ, ბევრი ვიბრძოლეთ და 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი ჩავანაცვლეთ ბრძენი და კეთილშობილი მთავრობით, რომლის მოსვლის შემდეგაც:

1. არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულებულა და სოციალური ფონი მინიმუმ ორჯერ დამძიმდა (ინფლაცია, ფასების ზრდა, საბიუჯეტო კრიზისი, აუთვისებელი თანხები, პრებიები და ბლა-ბლა-ბლა); 

2. პრემიერი - არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი უცოდინარი ბოღმა ბიჭია, რომელსაც მისი მთავარი ფუნქცია "9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის" დროს ჩადენილი დანაშაულებების ნუსხის ამოკითხვა და შიგადაშიგ, სიტყვა დემაგოგიის სულერთია, რა კონტექსტში ჩასმა, ან პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევა ჰგონია;

3. შინაგან საქმეთა მინისტრი - იმბეცილია; თალიბანი პიროვნებაა და კრიმინალი - გმადლობთ, კარგადაა;

4. პოლიტიკოსებს ქუჩაში ფიზიკურად უსწორდებიან, ხანდახან, კლავენ კიდეც. 

5. კრიმინალებს ციხიდან პოლიტ ან უკანონო პატიმრების სტატუსებით უშვებენ, ისინიც, თავის მხრივ, დროს არ კაგავენ და მოსაკლავი ადამიანების სიის ამოკითხვით არიან დაკავებული შუა ბარნოვზე, შუა თბილისში;

6. ქვეყანაში ახალი ჩამოსხმის ფოლადის ლედი - ეკა ბესელიაა და მისი მომრევი გოლიათის ბეჭებზე დამცემი დავითიც არ აღმოჩნდა;

7.კაცები ცოლებს ისე კლავენ, როგორც მამაჩემი ბზიკებს და ამ მკვლელობებს ვირუსული ინფექციისავით გადამდები ეფექტი აქვს;

8. ყაჩაღები მცირეწლოვან ბავშვებს აუთავებენ, დედებს სამართებლებით სერავენ, მაღაზიებს, ბანკებს, ხალხს ქუჩაში აყაჩაღებენ და ამ ყველაფერსაც არ უჩანს ბოლო... 

იხარე ერო, მოკვდი მტერო!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: