ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-ს თანამშრომლები სპეციალურ ტრენინგს დაესწრნენ

შსს-ს თანამშრომლები სპეციალურ ტრენინგს დაესწრნენ

   შსს-ს  პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებისთვის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) მიერ დაიგეგმა სპეციალური ტრენინგი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების თემაზე. ტრენინგი კვანტიკოში, ვირჯინიის შტატში ჩატარდა.


   ტრენინგის ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები, გამომძიებლები და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი.


   მათ გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და მასთან შესაძლო კავშირში მყოფ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და კიბერდანაშაული. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: