ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპონენტებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს სახელმწიფო ვერ, ან არ ებრძვის კრიმინალს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპონენტებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს სახელმწიფო ვერ, ან არ ებრძვის კრიმინალს!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ ხმაურს აფასებს. პრემიერის თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სტაბილურია. 


  "ბოლო 2-3 დღეა მე ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემის აწევა.


 მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ. შინაგან საქმეთა მინისტრი, მთლიანად სამინიტრო, არის აბსოლუტურად მოტივირებული, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და ფასდაუდებელია მათი შრომა.


 ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის ძალიან მძიმე - არავისთვის არ არის სასურველი და მინდა მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, მაგრამ ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება დანაშაული.


 არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ, ან ვიცავთ, მითუმეტეს, რომ ესაა ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა- წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ, ან არ ებრძვის კრიმინალს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: