ბაჩანა ახალაია:-"არსებობს დიდი საფრთხე! გვჭირდება მობილიზება!"

ბაჩანა ახალაია:-"არსებობს დიდი საფრთხე! გვჭირდება მობილიზება!"

   თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია უკრაინას თანადგომას უცხადებს და სოცილაურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

 

   -"თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს!

ძმებო, დღეს ნამდვილად მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ეს ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს პატრიოტები, რომ უკრაინელების 20 წლის წინანდელი, აფხაზეთში ჩვენთვის გაწეული დახმარება არ იყოს დავიწყებული, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უკრაინელი ძმები ისევ ჩვენს გვერდით დადგნენ სოხუმის და გაგრის მისადგომებთან. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე – მაღალი ალბათობა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმია შეიჭრას. ამ მომენტისთვის გვჭირდება მობილიზება, მხოლოდ ქართველი ოფიცრების და სამხედროების მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, აუცილებელია თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების მობილიზება, რათა დამატებითი და ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ უკრაინაში პუტინის რუსეთს.

ამიტომაც მოგიწოდებთ, დღესვე დავიწყოთ მობილიზება, თუნდაც სიების შედგენა იმ გულადი ქართველებისა, ვინც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მზად იქნება დაუყოვნებლივ, მყისიერად თავისუფლების და აფხაზეთის სახელით გაემგზავრონ უკრაინაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ იქ ჩვენი მყოფი ქართველობა.

უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლების მტრის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის!

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 558 75 22 55″, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: