ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

უჩა ნანუაშვილი: მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!

უჩა ნანუაშვილი: მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!

  საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე განცხადება გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
  სახალხო დამცველი  მომხდარ შემთხვევებზე პასუხისგმებლობას აკისრებს, როგორც საგამოძიებო უწყებებს, ასევე სასამართლოს, რადგან, ხშირ შემთხვევაში სასამართლო მსუბუქ სასჯელს უფარდებს დამნაშავეებს.
 "ბოლო დროს გახშირებული მკვლელობები განსაკუთრებით საგანგაშოა, აქ მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, როგორც დროული და ობიექტური გამოძიება ყველა მსგავსი ფაქტის, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ არამხოლოდ შსს და პროკურატურა იყოს ამ პროცესში ჩართული, ასევე მნიშვენლოვანია სასამართლო სისტემის როლი.
  უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს შეინიშნება საკმაოდ მსუბუქი სასჯელების გამოყენება, საკმაოდ მძიმე დანაშაულებებთან. მე ვფიქრობ აქ, მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშნელოვანია ეს პროცესი შეჩერდეს და უფრო მეტი ყურადღება იყოს გადატანილი პრევენციაზე, რათა მომავალში ავიცილოთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელება." - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: