დავით სერგეენკო: საქართველო უკრაინას დახმარებას აღმოუჩენს!
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკოს განაცხადა, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხზე მთავრობამ შესაბამისი დასტური დღევანდელ სხდომაზე უკვე გასცა. მისი თქმით, სამედიცინო ტვირთი, რომელსაც საქართველო უკრაინას ამ ეტაპზე გაუგზავნის, მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა.
"დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უკრაინას აღმოუჩენს დახმარებას. ამ ეტაპზე დახმარების ღირებულება იქნება მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება შემადგენლობას, განსაზღვრულია მედიკამენტების გაგზავნა, მათ შორის დიაბეტის სამკურნალო წამლების, ანტიბიოტიკების, ბავშვებისთვის ვაქცინების, სახარჯი მასალის, ქირურგიული ნაკრებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთების.
დიდი ნაწილი მოიძებნა ჩვენი მარაგებიდან, ნაწილს კი დღეს შევიძენთ და ყველაზე გვიან, ოთხშაბათს სატრანსპორტო თვითმფრინავით გავაგზავნით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.