ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიგლა ბარამიძე:-"ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ხართ კი ამისთვის მზად?"

გიგლა ბარამიძე:-"ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ხართ კი ამისთვის მზად?"

    გიგლა ბარამიძე სოციალური ქსელით "ქართული ოცნების" - იმ წარმომადგენლებს მიმართავს, "რომლებსაც სამწუხაროდ სჯერათ (დიდ ქართველ პოეტს დავესესხები), რომ - " ყველაფერი არის ძლიერ კარგად..."

 

    -"პერმანენტული მკვლელობების სერია, უკვე დაუთოვებებიც, თავსმოხვეული სამარცხვინო კოჰაბიტაცია (თავადაც რომ აღიარებთ როგორც დანაშაულს და შეცდომას), სამართლიანობის ეფემერული დამკვიდრება, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ბავშვური ჭირვეულობა, ნეპოტიზმ-პრემიების გაცემის გაუთავებელი შემთხვევები, უცნაური (ირიბად რომ ვთქვათ) საკადრო პოლიტიკა, ახალი "რეფორმები" (სააფთიაქო სისტემა, მერიისთვის კომერციული სესხი, "სითი პარკის" ისევ ბოგინი...) და მრავალი სხვა, თქვენი გულუხვი დაპირებები აუხდენელ ოცნებად გარდაისახა, ხოლო ეგზომ ნანატრი გრძნობა-ოცნება-ფუჭ და საქილიკო სიტყვებად იქცა.

 

   საზოგადოების მხრიდან "ქართული ოცნების" აბსოლუტურად გაუგებარი უმოქმედობის ჯერ კიდევ თმენა (თუნდაც ბრალდებულ სააკაშვილის უკბილო დევნა რად ღირს!) დგას ნაციონალების მიმართ არსებული ენით აღუწერელ სიძულვილზე, მაგრამ როდემდე?

 

   თქვენ, სახელმწიფოსთვის მსახურება-მუშაკობა ნაციონალებთან საპირწონეთ, მათთან ჯიბრად აქციეთ. ნუთუ არ დადგა დრო (ვიდრე გვიან არ არის) იმოქმედოთ უფრო მასშტაბურად ქვეყნის, ერის ინტერესებიდან გამომდინარე?

 

   და კიდევ შეგახსენებთ ჩვენი დიდი წინაპრის ერთ შეგონებას - "კაცი უნდა საქმობდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს"-ო!

 

   ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ხართ კი ამისთვის მზად?" 

 

ჯერ კიდევ კეთილი სურვილებით გ.ბ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: