ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიგი უგულავა: ხელისუფლება "კუდიანებზე ნადირობის" მორიგ კამპანიას გეგმავს!

გიგი უგულავა: ხელისუფლება "კუდიანებზე ნადირობის" მორიგ კამპანიას გეგმავს!

  გიგი უგულავა მისი სახელით გავრცელებულ წერილს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს:   "მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე" .
  "უკვე მეორეჯერ მიწევს რაღაც გაურკვეველი კორესპოდენციის უარყოფა, პირველად ეს ჩვეულებრივ გართობად აღვიქვი, ახლა როცა მეორე წერილიც გავრცელდა, ჩემი სახელით, ვხედავ რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა. პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ერთის მხრივ გრძნობს მომწიფებულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, ხოლო, მეორეს მხრივ, სწორი დასკვნების გაკეთების ნაცვლად, გადაბრალების ობიექტს ეძებს და "კუდიანებზე ნადირობის" მორიგ კამპანიას გეგმავს. კვლავ ვაცხადებ, რომ კორესპოდენცია მე არ მეკუთვნის! მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე. ეს კი უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდას იწვევს. არ ვიცი რამდენად აქვს აზრი რჩევა მისცე ისეთ მთავრობას, რომელსაც სჯერა "ასავალ-დასავალის" ხოლო, "NDI"-ს არა, მთავრობას, რომელმაც მართალია სხვისი სახელით წერა ისწავლა, მაგრამ კითხვისა და სწორი დასკვნების გაკეთებისგან ჯერ შორსაა. ჩემის მხრივ მინდა განვაცხადო, ჩემს ოფიციალურ განცხადებად ან წერილად შეგიძლიათ მიიჩნიოთ, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, გავრცელებული განცხადებები, ასევე, ჩემი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები. სხვა ყველაფერი, ივანიშვილის ბელეტრისტიკაა!

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: