ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

უკრაინელი ბავშვები ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკში" დაისვენებენ

უკრაინელი ბავშვები ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკში" დაისვენებენ

   დიასპორის სააკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის აეროპორტში უკრაინელ სტუმრებს დახვდნენ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16 - 30 სექტემბერს საქართველოში უმასპინძლებს. ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე ,,მომავლის ბანაკში" დაისვენებენ. მთავრობა უზრუნველყოფს 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას.(სულ 110 ახალგაზრდა და 15 თანმხლები პირი). მონაწილეთა ყველა ხარჯს: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, ქართული მხარე დაფარავს.

   ქუთაისის აეროპორტში უკრაინელ სტუმრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისელი ახალგაზრდები საჩუქრებითა და ყვავილებით დახვდნენ. სტუმრები აეროპორტიდან ანაკლიაში გუშინ გვიან ღამით წავიდნენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: