ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პრემიერა ამირანში-ილიას მკვლელობის ახალი ვერსია

პრემიერა ამირანში-ილიას მკვლელობის ახალი ვერსია

   19 სექტემბერს, 17:00 საათზე, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - "ვინ მოკლა ილია..."-ს პრემიერა გაიმართება.

   ფილმში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზაა ასახული.

ფილმის "ვინ მოკლა ილია..." გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაიწყო.

   რეჟისორის ჩანაფიქრით მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება-ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება. ექსპერტების დახმარებით გაკეთდა მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია.

   ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არამხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული.

   კინოთეატრ "ამირანში" ჩატარდება.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: