ჯონდი ბაღათურია:-"ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურებით ბევრი რამ დაშავდა, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია"

ჯონდი ბაღათურია:-"ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურებით ბევრი რამ დაშავდა, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია"

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაერო-ს სამიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა:

    -"მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიმდინარე პროცესი სამარცხვინოა. ვერ ვიხსენებ შემთხვევას მსოფლიო პოლიტიკიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტი დელეგაციიდან "მოეტეხოს". ჩამოდის პრეზიდენტის სახელზე მოწვევა - არ უგზავნი, არ ეუბნები და მერე მიდის ფურცლების ფრიალი. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას, ის მართავს ქვეყანას და ქვეყნის გარეთაც ძირითიადი მისი ფაქტორია, მაგრამ ქვეყნის კონსტიტუცია ხომ არსებობოს. ხომ მაგათ აარჩევინეს საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად? ახლა საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი და ამას მთელ მსოფლიოს ასე  სამარცხვინოდ ნუ გააგებინებენ. ამდენს რას დააშავებდა მარგველაშვილი იქ ჩასვლით, რაც ახლა უკვე დაშავდა ასეთი სამრცხვინო, ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურებით?! ეს იყო რაღაც ფურცლების ფრიალი პრეზიდენტსა და საგარეო სამინისტროს შორის, არ შეიძლება ბარიერის დანგრევა, უნდა ჩაეტიონ ჩარჩოებში".

   ჯონდი ბაღათურია აჭარაში შექმნილ მდგომარეობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "არსებობენ ადამიანები, რომლებიც აჭარული კარტის გათამაშებას აპირებენ", რის უფლებასაც ხალხი არ მისცემს.

   -"აშკარად ჩანს, რომ სახეზეა მმართველი კოალიციის და პოლიტიკური ძალია დაშლის პროცესი. როგორც ჩანს, ხელისუფლება კარგავს კონტროლს აჭარაზე. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ აჭარაში აქვთ არასწორი საკადრო პოლიტიკა, ვხედავ, რომ არის ხალხი, რომლებიც აჭარული კარტის გათამაშებას აპირებენ და ამის უფლებას არავის მივცემთ, ეს რეალურად სამშობლოს ღალატია".

   "ქართული დასის" ლიდერი ამბობს, რომ აჭარაში საკმაოდ გააქტიურდა თურქეთი და პროვოკაციებს აწყობს. მისივე თქმით, საქართველო ხელისუფლებას თურქეთთან და ევროპასთან მიმართებაში უთავმოყვარეო სახელმწიფოდ გამოჰყავს. 

   -"რატომ გამოვიყურაბით მათხოვარივით ყველას თვალში? რატომ უნდა გვეშინოდეს ყველასი გარდა ღმერთისა და ჩვენი ისტორიისა? სახეზეა პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი და ერთადერთი გზა ამ ჩიხიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია".

   ბაღათურიას განცხადებით მიმდინარეობს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკება და შესაძლოა სულ მალე ერთობლივი მიმართვაც გავრცელდეს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნით. მისივე თქმით ხარჯების შესამცირებლად კარგი იქნება თუ ამ არჩევნებს დაემთხვევა აჭარის პარლამენტის არჩევნებიც.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: