ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით კოდუა ნამორაძის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

დავით კოდუა ნამორაძის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

   ბიზნესმენი დავით კოდუა მის ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის გირაოს სახით გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

   კოდუას განცხადებით, ნამორაძე აღნიშნული ფაქტის დროს მარტო არ იმყოფებოდა.მისი  თქმით, ის ბრალდებები, რომელიც ნოშრევან ნამორაძეს მის მიმართ აქვს უსაფუძვლოა. აღნიშნულზე კოდუამ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

  "სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ვიყავი მსუბუქად დაზარალებული და ნამორაძე იყო მარტო.


  ჩემთვის ცნობილია, რომ ძალადობა განახორციელა სამმა ადამიანმა. თვითმხილველებისგან ვიცი ამის შესახებ. დანარჩენი ყველაფერი მათ სინდისსზე იყოს.

  ნოშრევან ნამორაძის ბრალდებები ჩემი მისამართით უსაფუძვლოა. მე მის დაჭერაში და ქონების წართმევაში მონაწილეობა არ მიმიღია." - განაცხადა დავით კოდუამ.


  შეგახსენებთ, ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძე 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: