ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დაიკითხება თუ არა სკაიპით დათა ახალაია?!

დაიკითხება თუ არა სკაიპით დათა ახალაია?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  შესაძლოა,  დათა ახალაია "სკაიპით" დაიკითხოს. მისი დაკითხვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იგეგმება , სადაც დათა ახალაიას საკონტროლო გასროლით, განზრახ მკვლელობას ედავებიან.

   ახალაიას ადვოკატის  მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, დათა ახალაია დაცვის მხარის დასაკითხ მოწმეთა სიაშია.

  "გვინდა, დავკითხოთ დათა ახალაია, თუკი ამის ტექნიკური საშუალება იქნება დღეს საქალაქო სასამართლოში. თუ დღეს ვერ მოხერხდება, მას შემდგომ პროცესზე დავკითხავთ", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

  გარდა დათა ახალაიასი, დღეს დაცვის მხარის სხვა მოწმეების დაკითხვაც იგეგმება, მათ შორის გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმის.



გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: