ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ზურაბ აბაშიძე: აშშ-ს სენატის რეზოლუცია მოსკოვს ალბათ არ გააღიზიანებს!

ზურაბ აბაშიძე: აშშ-ს სენატის რეზოლუცია მოსკოვს ალბათ არ გააღიზიანებს!

   რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი ევროპული პოლიტიკა წავმართოთ ისე, რომ რუსეთის მხრიდან არანაირი განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეგვხვდეს".

 

  აბაშიძე ამერიკის სენატში გუშინ მიღებული რეზოლუციის გამო მოსკოვის გაღიზიანებას არ ელოდება.

  "ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მასთან უაღრესად კონსტრუქციული, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ეს საკითხი კარგა ხანია, დღის წესრიგში დგას. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით", - განაცხადა აბაშიძემ.

  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აშშ-ის ნომერ პირველ პარტნიორებად აღიარებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: