ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ნარმანია: ახალი თავშესაფრის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება!

დავით ნარმანია: ახალი თავშესაფრის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება!

  მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი გადაიბარა. მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გახდა ეს საკითხი.

 

  ნარმანიას თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ.

  "საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ შეასრულა, ჩვენ გადმოგვეცა გასულ კვირას. შესაბამისად, გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს

 

მშენებლობაზე, რომ სწრაფად დავიწყოთ ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი", - განაცხადა ნარმანიამ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: