ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე კანონი მკაცრდება!

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე კანონი მკაცრდება!

  მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. მინისტრის განმარტებით, პირველი ეხება პრემიერის დავალებას, რომელიც იუსტიციისა და შს სამინისტროებმა შეასრულეს. წულუკიანის თქმით, შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები.
 

  ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით.

  "ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის შემთხვევაში სავალდებული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა მიიჩნევს, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა - იარაღის ფლობა. ჩვენ ჩავდეთ სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: