ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

23 სექტემბერს "ექსპო ჯორჯიაში" საერთაშორისო ინტელექტუალური თამაშები "რა, სად, როდის" გაიმართება

23 სექტემბერს "ექსპო ჯორჯიაში" საერთაშორისო ინტელექტუალური თამაშები "რა, სად, როდის" გაიმართება

  "რეპორტიორის" პრესკლუბში  „GN travel"-ის  დამფუძნებელმა გიორგი აღნიაშვილმა საერთაშორისო ინტელექტუალურ ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც 23 სექტემბერს "ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდება,  ბრიფინგი გამართა.

 „GN travel"  არის ტურისტული კომპანია, რომელიც მეოთხე წელია, საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. გვაქვს როგორც შიდა ტურები, ასევე ტურები საქართველოს ფარგლებს გარეთ. „GN travel" 23 სექტემბერს "ექსპო ჯორჯიას"  მესამე პავილიონში აწყობს  საერთაშორისო ინტელექტუალურ თამაშებს "რა, სად, როდის".

  გვეყოლება რუსეთიდან, ქალაქ პეტერბურგიდან ჩამოსული სტუმრები, სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები. რაც შეეხება ქართულ მხარეს, რამდენიმე კომპანიიდან ავარჩიეთ გუნდები.

  პროექტის მხარდამჭერები არიან მედიაჰოლდინგი "რეპორტიორი",  "ექსპო ჯორჯია", ტურიზმის დეპარტამენტი, საბავშვო მაღაზია „Hello Kitty" და "მარგო პალასი".  საღამოს გააფორმებს ანსამბლი "ერისიონი", რომელიც უშუალოდ ქართულ მხარეს უგულშემატკივრებს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი აღნიაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: