ვინ მოკლა დავით ბელქანია და რით იმუქრება ბადრი ბელქანია?
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 2014 წლის პირველ იანვარს, სოფელ ჯგალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 28 წლის დედა თეა ლემონჯავა 4 წლის შვილთან, დემეტრე კვარაცხელიასთან ერთად და 18 წლის დავით ბელქანია შეეწირა, საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე დავით გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კონსტანტინე (კოკა) კვარცხელია დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ავარიის გამომწვევ მიზეზად სახელდებოდა კონსტანტინე (კოკა) კვარცხელია, რომლის მანქანა გაჩერებული იყო საავტომობილო გზის შუაღერძულა ხაზზე გაღებული წინა კარით და ანთებული მაშუქი ფარებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპეტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, ასევე ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებშია აღნიშნული, "ავტომობილი "opel veqtra"-ს მძღოლის ირაკლი მებონიას მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29.1 პუნქტის მოთხოვნებს, ხოლო, ავტომობილი "Mersedes Benz ML"-ის მძღოლის კორნელი კავარცხელიას მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის 31.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა."
მოსამართლის დავით გელაშვილის გადაწყვეტილებას არ ეთახმება დავით ბელქანიას მამა, ბადრი ბელქანია, რომელიც მოსამართლე გელაშვილს საქმის მიკორძოებაში ადანაშაულებს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო კოკა კვარცხელია, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და რომლისთვისაც მართვის მოწმობაც კი არ ჩამოურთმევიათ... მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად. გავასაჩივრებ და მთელ საქართველოს ვეტყვი იმ ტკივილს,რასაც მე განვიცდი ახლა...მოსამართლე გელაშვილს ჩემი შვილის სული არ მოასვენებს! მებონიას არ მოუკლავს ჩემი შვილი, ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, არავის არ დავინდობ!
დადგა დრო, ვთქვა ის, რაც ვიცი. კოკა კვარცხელიას გათავისუფლებაში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი კოკა კვარაცხელიას ახლო ნათესავები არიან. ამ საქმის ასე დახურვა და მიფუჩეჩება არავის შეეძლო. როგორ არ უნდა ვიფიქრო, როდესაც კვარცხელია იყო ავარიის გამომწვევი მიზეზი და პირდაპირ სასამართლო დარბაზიიდან გაათავისუფლეს- ელემენტარულად, არაფხიზელი მდგომარეობის გამო მართვის მოწმობაც არ ჩამოურთმევიათ, მოწმობას თავი დავანებოთ ჯარიმაც არაა გამოწერილი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მებონიას არ მოუკლავს ჩემი შვილი. ჯერ კანონის ფარგლებში შევებრძოლები. გავასაჩივრებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სიმართლის დასადგენად. თუ ვერ შევძელი სხვანაირად ვიბრძოლებ, ამას ყველა გაიგებს. პირველად ჩემს სახლ-კარს გადავწვავ, დასაბრუნებელი გზა, რომ არ მქონდეს, შემდეგ კი ჩემი დათოს მკვლელებს მიწის აკვანში ჩავაწვენ. სოფელში ჩემი მოკვლის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ სანამ მე მომკალავენ, მანამდე დათოს მკვლელებს გავანდგურებ და თავსაც მოვიკლავ" -აცხადებს ბადრი ბელქანია.
ბერდია კალანდია