ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ფიზიკური დაპირისპირება,შეურაცხყოფა და "ფურთხი" ბორჯომის საკრებულოში

ფიზიკური დაპირისპირება,შეურაცხყოფა და "ფურთხი" ბორჯომის საკრებულოში

  დაპირისპირება  საკრებულოს ორ დეპუტატს შორის ჯერ კიდევ  სხდომის დაწყებამდე მოხდა.
  როგორც საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, გიორგი გიუაშვილი ბესიკ ფოფხაძეს ზურგიდან მიეპარა და დაარტყა.ამ ფაქტის გამო დღეს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
  იყო თუ არა ეს იმ კონფლიქტის გაგრძელება რაც გასულ  სხდომაზე დაიწყო დეპუტატებს შორის, ამაზე კომენტარს არავინ აკეთებს. კომენტარზე უარს აცხადებს ბესიკ ფოფხაძეც. გიორგი გიუნაშვილმა კი განაცხადა რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ყოველთვის ძალადობით უპასუხებს.
აღნიშნულ ფაქტზე  გამოძიება დაწყებულია.
 აი, რას ამბობს,   ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი:
  "შემომესმა ხმაური გავიხდე და დავინახე რესურსცენტრის წინ ძირს ეგდო ჩვენი სკარებულოს დეპუტატი ბესო ფოფხაძე. იქვე ახლოს იყო  გიუაშვილიც, რომელიც აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას და იწევდა საცემრად,ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლები, ისინი აშველებდნენ დეპუტატებს. ბატონი ბესო გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება ,მას დაზიანებული აქვს თვალი და თვალის მიმდებარე ტერიტორია ".

  რაც შეეხება გიორგი გიუნაშვილს,იგი თვლის, რომ მან საკუთარი ღირსება დაიცვა. 
  "ჩემს მიმართ ხორციელდება სხვადასხვა ძალადობის ფაქტები და მინდა ვუპასუხო მათ, რომ ყოველი ასეთი ძალადობრივი ფაქტის მიმართ ჩემგანაც იქნება პასუხი ისეთივე ძალადობით, როგორაც ხორციელდება ჩემს მიმართ,დღევანდელი ფაქტი იყო პასუხი იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს მიმართ ხორციელდება და რომელზეც სამართალდამცავებიც არ რეგაირებენ.ჩემი მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა იყო შელაპარაკება და თავს არავის გავალახვინებდი. პრინციპში მე არც დამირტყია შევაფურთხე სხვა არაფერი"- აცხადებს გიორგი გიუნაშვილი.

 


                                                                               მოამზადა თაზო ბენიძე

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: