ლევან ბერძენიშვილი: იმედი მაქვს, რომ მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს!

ლევან ბერძენიშვილი: იმედი მაქვს, რომ მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს!

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მთავრობის წევრებს შორის უთანხმოებაა. მისი შეფასებით, გაურკვევლობა და  წინააღმდეგობები მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებების შემცირებამ გამოიწვია.

  "ამ ეტაპზე მე უფრო მეტი უფლება მაქვს, რადგან შემიძლია, საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლა, ვიდრე პრეზიდენტს. ამიტომ დიახ, ეს ყველაფერი კონსტიტუციაში ჩანაწერების ბრალია. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, პრეზიდენტის უფლებამოსილება იმდენად მცირეა კონსტიტუციით, ხოლო პარლამენტისა და განსაკუთრებით მთავრობის უფლებამოსილება იმდენად დიდია, რომე ეს ურთიერთობა და დამოკიდებულება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის, ვერანაირად ვერ გამოიწვევს კრიზისს. პრეზიდენტს არ აქვს კრიზისის გამოწვევის არც სურვილი, არც ძალა და არც შესაძლებლობა. შესაბამისად, რეალურად სულაც არ ხდება ის, რასაც ყვება "ნაციონალური მოძრაობა".

  დიდი იმედი მაქვს, რომ მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს და მიიყვანს ისე, რომ ამ გარდამავალ პერიოდს, როდესაც დიდი პრეზიდენტობიდან მივიღეთ შედარებით ფერმკრთალი პრეზიდენტი, სწორად გაართმევს თავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის არც სახლში წავა და არც რამეს დააშავებს, უბრალოდ, კარგად გაერკვევა და ასე დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას,"- აღნიშნავს გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: