ნიკოლოზ მჟავანაძე: მოვითხოვ, ლაშა თორდია, ლევან ბეჟაშვილი და ჭოლაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს!
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკანონოდ დაიხარჯა 16,6 მილიარდი ლარი. ფულის გაფლანგვის ერთ-ერთ მონაწილედ მჟავანაძე ლაშა თორდიას ასახელებს დამოითხოვს, სასწრაფოდ გადააყენონ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ლაშა თორდია და ის ლევან ბეჟაშვილთან და ჭოლაძესთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს!
" 9 წლის განმავლობაში, რაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა, საერთო ჯამში საქართველოს ბიუჯეტმა შეადგინა 42 მილიარდი ლარი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, განვაცხადოთ, რომ ამ 42 მილიარდიდან 16,6 მილიარდი ლარი, ანუ ბიუჯეტის 39,5 პროცენტი უკანონოდ და არამიზნობრივად გახლავთ დახარჯული, მიტაცებული და მითვისებული!
სააკაშვილის დროს სახელმწიფო აუდიტის სამივე ხელმძღვანელი - ჭოლაძე, ბეჟაშვილი და თორდია წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ერთიან ნაცისტურ ბანდას, რომლებიც აუდიტებს ატარებდენ ინკოგნიტოდ, კონტროლის პალატისა და სამართალდამცავი ორგანოების შეთანხმების საფუძველზე.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადააყენონ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ლაშა თორდია და ლევან ბეჟაშვილთან და ჭოლაძესთან ერთად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში! სირცხვილია, რომ დღეს სააკაშვილის ხელისბიჭი და გაქანებული "ნაციონალი" ლაშა თორდია აუდიტის სამსახურს უფროსია! ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ხალხის აბუჩად აგდება!"- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.