ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ალასანიასა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა გაიმართა

ირაკლი ალასანიასა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა გაიმართა

   საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

 

   სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ  ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან  ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო მშვიდობის პროცესში საქართველოს წვლილზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

 

  "ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ NAთO-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ, თუ არ იქნება უსაფრთხოება,  ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან  ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება. ძალიან კარგად ესმით ჩვენს ბიზნესმენებს, ამერიკელებსაც, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

  ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: