ბაჩო ახალაია მხოლოდ მარგველაშვილი იმედზე რჩება

ბაჩო ახალაია მხოლოდ მარგველაშვილი იმედზე რჩება

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს  ბაჩანა ახალაიას და მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამრიგად, წერტილი დაესვა საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს - ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ სახელწოდებით“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ირინა ალექსიძე).


ბაჩანა ახალაია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი მთავრობის „ძალოვანი ბლოკის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია: თავისი კარიერის განმავლობაში იგი რამდენიმე უწყებას ხელმძღვანელობდა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გარდა, ბაჩო ახალია იყო აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრი და თითქმის სამი წლის მანძილზე - თავდაცვის მინისტრიც.


სტატიაში აღწერილია ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაცია“, რომელიც 2006 წლის იანვარში განხორციელდა: თითქოსდა თბილისში, ნავთლუღის ვაგზლის ახლოს მდებარე საპყრობილედან გაქცევა იგეგმებოდა, ამის გამო კი ბაჩანა ახალაიას ძმამ - დათა ახალაიამ, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტმანენტს ხელძღვანელობდა, სპეცრაზმის საშუალებით ადგილზე დახვრიტა სამი ადამიანი, რომლებიც ვითომდა გაქცევას ხელს უწყობდნენ, მოგვიანებით კი ბაჩო ახალაიამ და მე-7 საპყრობილის ყოფილმა დირექტორმა მეგის ქარდავამ „გაქცევაში ეჭვმიტანილებს“ და სხვა პატიმრებს ანგარიშსწორება მოუწყეს და აწამებდნენ.


„ბაჩანა ახალაიასთვის ეს პროცესი პირველი არაა: საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, თუმცა წინა ორ საქმეზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების აბუჩად აგდებას ითვალისწინებდა, იგი სასამართლომ გაამართლა. ახლაიას აბრალებდნენ აგრეთვე „ციხის ბუნტის“ სასტიკად ჩახშობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მშველელად მოევლინა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და იგი შეიწყალა. ამჟამად ბაჩანა ახალაიას მიერ ჩადენილ კიდევ ერთ საქმეს იძიებენ, რომელიც გადამდგარი პოლკოვნიკის - სერგო თეთრაძის საპყრობილეში სიკვდილს ეხება“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.


„ნოვიე იზვესტია“ (რუსეთი), 23 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.newizv.ru/world/2014-10-23/209442-tochka-v-karere.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: