ცხელი ამბავი

არჩილ კბილაშვილი: მალე სხვა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება

არჩილ კბილაშვილი: მალე სხვა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება

პროკურატურის მიერ დაკავებული  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის და მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები საჯარო გახდება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი 6 სამხდრო მოსამსახურის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სისიხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლით ისჯება.

 

,,ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა და  ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. იქ მათ ბრიფინგის ოთახში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე ეზოში, ე.წ. ,,პლაცზე" მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ," - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის დაკავებულთაგან მხოლოდ ბაჩანა ახალაიაა დაკითხული, ხოლო დაზარალებულთაგან მხოლოდ 5 პიროვნება, რადგან ინცინდენტის დროს დაზარალებული ერთი სამხედრო საქართველოში არ იმყოფება.

 

პროკურორის თქმით, პროკურატურაში უამრავი განცხადებაა შესული და შესაძლოა, უახლოეს მომავალში სხვა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.  

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: