უფლებადამცველი გიორგი თევზაძე პრეზიდენტს ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე პრეზიდენტს ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

   უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმრის ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ " პოლიტპატიმრის ირაკლი დოკვაძის მიმართ წლების მანძილზე წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეს ეხება.პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, პოლიტპატიმრის ირაკლი დოკვაძე საზოგადოებისათვის გაუგებარი მიზეზების გამო ამოღებული იქნა პოლიტპატიმრების სიის განხილვისას, რაც ფართო საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს და ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს. მოგახსენებთ , რომ ირაკლი დოკვაძის საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეს საქმიანობა მომდინარეობს ჯერ კიდევ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობიდან. იგი 1990 წელიდან გვერდში ედგა კანონიერ ეროვნულ ხელისუფლებას და იყო მისი დამცველად. იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნა მსჯავრდებული. 1992 წლის 4 სექტემბერს დაპატიმრებული და შემდგომში გასამართლებული ყოფილი სიკვდილმისჯილი, რომელიც ორწელიწადნახევარი მოთავსებული იყო სიკვდილმისჯილთა საკანში. ამ რეპრესიის მანქანას ვერ გადაურჩნენ მისი ოჯახის წევრებიც, მათ შორის მშობლები. 1992 წლიდან 1994 წლის პერიოდში იგი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ "ამნესტი ინტერნეიშენელის", "ჰიუმან რაითს ვოტჩის", "ჰელსინკი ვოტჩისა" და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ერთხმად აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად და დაფიქსირებულია მათ ოფიციალურ გამოცემებში. ირაკლი დოკვაძეს არასოდეს უღიარებია ის ქმედება, რომელიც მას წაუყენეს. ირაკლი დოკვაძის სასჯელის ზომა - სიკვდილით დასჯა ჯერ შეიცვალა 20-წლიანი პატიმრობით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი 2002 წელს გათავისუფლდა სასჯელისაგან. 2004 წლის 9 თებერვალს დიდმა პალატამ (9 მოსამართლე) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი დოკვაძის უდანაშაულოდ აღიარების თაობაზე, ამასთანავე წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში გამეფებული სამართლიანი მართსაჯულების არასებობისას რასაც დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამს 2009 წელს იგი დაკავებული იქნა ორი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენის მცდელობის ბრალდებით და სასჯელს იხდის 2009 წლის 26 აპრილიდან, როგორც ინტერესების დამცველი აღნიშნავს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებით. ირაკლი დოკვაძე დადანაშაულებული იქნა ორი პირის მოკვლის მცდელობით, თოთქოსდა ირაკლი დოკვაძე შეეცადა ამ პირების მოკვლას. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე წარიმართა სუბიექტურად და ტენდენციურად, მიუხედავად დაცვის მხარის მრავალი მცდელობისა, სასამართლომ არ შეისწავლა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა მის უდანაშაულობას, სასამართლომ მიზანმიმართულად არ გამოიკვლია იმ ვიდეოთვალის მიერ უწყვეტი რეჟიმში განხორციელებული ის ჩანაწერი, რომელიც სადარბაზოს შესასვლელში არის დამონტაჟებული და რომლითაც დადგინდებოდა, რომ ირაკლი დოკვაძე შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე. სასამართლომ უარი თქვა დნმ-ის ალტერნატიულ ექსპერტიზაზე და სასამართლოს მხრიდან შეგნებულად დაშვებული იქნა არაერთი სხვა უკანონობა. ამ უკანონობების ფონზე, ირაკლი დოკვაძე სასამართლომ სცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად დაადგინა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ ბარლდების საქმეში გამოკვეთილად იკითხება წინა ხელისუფლების მხრიდან ირაკლი დოკვაძის პოლიტიკური დევნის ინტერესი.ამიტომაც უდანაშაულობის გამო ირაკლი დოკვაძემ უარი განაცხადა ყველა იმ შეღავათზე, რომელიც დაადგინა მოქმედმა ხელისუფლებამ ამნისტიის კანონით და სხვა საპროცესო მექანიზმებით.ჩვენთვის გაურკვეველი რჩება ის ვითარება, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ირაკლი დოკვაძის უკანონო მსჯავრდების საქმეზე და წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასამართლებული ეს პიროვნება დღესაც, ამ ხელისუფლების უკვე 9-თვიანი მმართველობის პირობებშიც უკანონო პატიმრად რჩება, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს. და ფაქტობრივათ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ირაკლი დოკვაძე განიცდის ასეთი მიდგომით წამებას და არასამართლიან დამოკიდებულებას მის მიმართ. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ირაკლი დოკვაძე განთავისუფლებული იქნას პატიმრობიდან რამეთუ ირაკლი დოკვაძე თავად უარს ამბობს მიმართოს ხელისუფლებას რაიმე სახის თხოვნით"- ნათქვამია გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: