ვაზაგაშვილების საქმე უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება

ვაზაგაშვილების საქმე უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ კითხვები, რომელიც ვაზაგაშვილების საქმის გარშემო გაჩნდა, დახურული სხდომის ფორმატში გამოძიებასტან დასვან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მათი თანაგუნდელებისგან განსხვავებით ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა აღნიშნული ინიციატივა უმრავლესობაში დაპირისპირების საგნად გახდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ის პოლიტიკურ სპეკულაციებსა და უსაფუძვლო ცილისწამებაზე საუბრობს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში არა დახურული სხდომის მოწვევას, არამედ მმართველი კოალიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს გულისხმობს. საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მომხრეა.

 



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: