Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-03-2015, 12:57
ნანახია: 851

დავით მირცხულავა: ჩვენი სტრატეგიული რესურსი  ჩვენი ჰიდროპოტენციალია

" ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მდინარეს, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, ავაშენოთ და შევქმნათ ჰიდროელექტროსადგურები", – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა, დავით მირცხულავამ გადაცემაში, კვირის 2030 გააკეთა.

 მირცულავას თქმით საქართველოს ჰიდრო რესურსის მხოლოდ 18 პროცენტი აქვს ათვისებული.
 
" ჩვენი სტრატეგიული რესურსი არის ჩვენი ჰიდროპოტენციალი. აქედან გამომდინარე ინვესტიციებს, ინვესტორებს, საინვესტიციო კლიმატს ამ დარგში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ 18 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მდინარეს, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, ავაშენოთ და შევქმნათ ისეთი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ეკოლოგიურადაც მისაღები იქნება და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", –  განაცხადა დავით მირცხულავამ.