Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
14-04-2015, 20:06
ნანახია: 1238

გიგა ბოკერია- „მთავრობა უნდა წავიდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში“

"ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში, შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები," - ამ ფორმით ეხმაურება გიგა ბოკერია პარლამენტში ბადაშვილის დაბარების საკითხს. 

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მხარს უჭერს სახელმწიფო უწყებებზე სამოქალაქო ზედამხედველობას.

 

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ მცდელობას, სამოქალაქო ზედამხედველობას იმ ორგანოებისა, რომლებიც ოლიგარქს და მილიარდერს ექვემდებარებიან, იმის ნაცვლად რომ ექვემდებარებოდნენ საქართველოს საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ დეპუტატებს." - აცხადებს გიგა ბოკერია. 

 

თავისუფალი დემოკრატები ბადაშვილს პარლამენტში მოსვლას ურჩევენ, რადგან მათი თქმით, ბევრი კითხვები დაგროვდა.

 

"რაც მთავარია, გვაინტერესებს, როგორ აპირებს ეს დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში." - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.