Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
4-11-2015, 09:37
ნანახია: 617

ირაკლი სესიაშვილი:სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ვერ მოიცილეს მავნე ჩვევა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაშო "2030" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ქიბარ ხალვაშმა მისი უფლება გამიყენა და დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში, მესაკუთრის უფლება აღიდგინა.

 

"ეს არ არის უბრალოდ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა მითუმეტეს  აქ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ეს მედია  არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ის დამოკიდებულია "ნაციონალური მოძრაობაზე", ის წარმოადგენს პოლიტიკურ მედია სასაშუალებას. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ამ მედიასაშუალების მოწილეებს, როგორც წინდას ისე ცვლიდა. 2004 წლიდან 2012 წლამდე ფაქტობრივად 20-ჯერ გამოიცვალა მეპატრონე "რუსთავი 2"-მა და ყველა მათგანი დაკავშირებული იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან". შესაბამისად, სამწუხაროდ ჟურნალისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს "რუსთავი 2", ამოქმედდა ის ნაღმი, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა და ამ პარტიამ, ამ ტელეკომპანიაში ჩადო. ჩადო ის, რომ მესაკუთრეებს ტელევიზიას ძალადობრივი გზებით ართმევდა. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ხელისუფლების დროს ქიბარ ხალვაშმა იჩივლა, ეს იყო აბსოლუტურად კერძო დავა, სამოქალაქო პროცესი, მასში რა თქმა უნდა პროკურატურა არ მონაწილეობდა და სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მიიღო. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს არის ქიბარ ხალვაშისთვის მისი საკუთრების უფლების აღდგენა.

"წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო" და ისინი ცდილობდნენ "რუსთვი 2" გამოეყენებინათ რევოლუციის დასაწყებად. ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ვერ მოიცილეს ის მავნე ჩვევა, როცა საკუთარ ხალხს პროვოკაციებს თავად უწყობდნენ" - განაცხადა სესიაშვილმა.