Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
3-12-2015, 15:32
ნანახია: 846

სოსო ცინცაძე: თუ ოკუპაციაზეა საუბარი, რა მნიშვნელობა აქვს 20 წლის წინ წაგვართვეს ტერიტორიები თუ 100 წლის წინ?

„ივერიონს“ ბრიუსელში გამართულ „ნატოს“ სამიტსა და რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე ესაუბრა.

-ბატონო სოსო, გუშინ ქართული მხარე კიდევ ერთხელ დარჩა პირში ჩალა გამოვლებული საქართველოს „ნატოს“ კარები კიდევ ერთხელ მიუხურეს და მონტენეგროსავით იღბლიანი არ აღმოჩნდა.


თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ხომ არ თამაშობს აქ რუსეთის ფაქტორი და ჩვენ მუდმივად საზღაპრეთში ხომ არ გვამყოფებენ?


-რუსეთის ფაქტორი აქ რასაკვირველია გარკვეულ როლს ასრულებს, მაგრამ არა მგონია გადამწყვეტს. გუშინ მონტენეგრო ისე მიიღეს, რომ რუსეთისკენ არც გაუხედავთ.
აქ სხვა მომენტია: როგორც ჩანს, „ნატოში“ საქართველოში მიმდინარე პროცესებით მაინცდამაინც აღფრთოვანებულები არ არიან.


საქართველოს „ნატოში“ შესვლას ხელს უშლის ის, რომ ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს რაც მათ გააჩნიათ. დაწყებული ასფალტის დაგებიდან დამთავრებული სასამართლოს დამოუკიდებლობით. ამავე დროს, ძალიან ბევრი გაუმართლებელი საბიუჯეტო თანხების ხარჯვაა. ამიტომ, მთელი რიგი თაიგულია საყვედურებისა და ძალიან ბევრი მომენტია.


მიუხედავად იმისა, რომ ხიდაშელი აპოკალიპსს ჰპირდებოდა ბრიუსელს, თუკი საქართველოს „ნატოში“ არ მიიღებდნენ არადა, პრაქტიკულად, ელემენტარულად შემოიფარგლნენ იმით, რომ რამდენიმე სტრიქონი ჩაიწერა საქართველოზე.

-როგორ შეაფასებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს პარიზის სამიტის შემდეგ, სადაც მთავარი თემა გლობალური დათბობის პრობლემა, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულმა კონფლიქტმა გადაფარა?


რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში?


-მე არამგონია, რომ ეს ჩვენზე რაიმე სერიოზულად აისახოს. იმიტომ, რომ წინა მინისტრებთან შედარებით დღევანდელი ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნორმალურად იქცევა.


საქართველოს პოზიცია არა მგონია რაიმე გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცეს. არ ველოდები, რომ რამე სერიოზული მოხდება.


-ამ ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალური კითხვა გაჩნდა: რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვის უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ?
საზოგადოების დიდი ნაწილის არგუმენტები იმდენად სუსტი და გამაღიზიანებელია, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენ ან ისტორიული მეხსიერება გვღალატობს ან ჩვენს

 

ცნობიერებას ბინდი გადაეფარა და მოვლენათა ობიექტური შეფასების განცდაც გაგვიქრა...


თქვენი კომენტარი...


-ჩემი კომენტარი ისაა,რომ ესაა სრული იდიოტიზმი...


რასაკვირველია, რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მაგრამ მე მიჩნდება კითხვა: თურქეთს არ აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? თურქეთი არ არის ოკუპანტი?


თუ ჩვენს პოლიტიკოსებს მხოლოდ 20- წლიანი მეხსიერება აქვთ? თუ ოკუპაციაზეა ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს 20 წლის წინ წაგვართვეს ტერიტორიები თუ 100 წლის წინ?
ამიტომ, ყველაზე სწორი იქნებოდა არ ჩავერიოთ ამ ორი, არც თუ ძალიან განსხვავებული თავისი ფასეულობებითა და ღირებულებებით, ჩვენი გიგანტი მეზობლის დავაში.


ჩვენი პოზიცია არავის არ ინტერესებს და როდესაც შენ იცი, რომ შენი პოზიცია აბსოლუტურად არავის აინტერესებს და არავითარი შენთვის დადებითი გარდა უარყოფითი შედეგისა არ მოყვება, მაშინ რაიმე სახის ჩარევა სიბრიყვეა!


                      ესაუბრა მედეა შელია