Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
15-12-2015, 10:43
ნანახია: 543

გიორგი ტუღუში: ჩვენ განსხვავებული აზრის გამო ვისჯებით!

 

„ივერიონს“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი ტუღუში დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა გაგვევრცელებინა შემდეგი ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 დეკემბერს თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა.

 

ადგილი ჰქონდა დარღვევებს. არჩევნები თავიდანვე დაიწყო დარღვევებით. ზოგი უბანი ნახევარი საათით ადრე გაიხსნა. აირია სიებიც. 

 

არჩევნებში, ჩვენს კანდიდატს 15 ამომრჩეველმა ღიად მისცა ხმა, თუმცა, არჩევნების დამთავრების შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანდიდატს მხოლოდ 6 ხმა აქვს.

 

ბავშვები შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხმა. ჩვენ ხმა მივეცით ბესო გოგოხიას და გვაინტერესებს სად წავიდა ეს ხმები. მაშინ, როცა მას 15-მა მივეცით ხმა, რატომ გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ 6-მა მისცა?!

 

აქ უკვე პირადი შუღლია. ჩვენი ფაკულტეტი, მათემატიკოსების, დაპირისპირებულნი ვართ ზოგადად ადმინისტრაციასთან. არ მოგვწონს პირობები, არ მოგვწონს ის, თუ როგორ ექცევიან სტუდენტებს და ამიტომაც არ უნდათ ჩვენი იქ ყოფნა. ანუ, ჩვენი განსხვავებული აზრის გამო!

 

ჩვენ უკვე მეოთხეა დღეა აქ ვდგევართ და ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა. იგნორს გვიკეთებენ და საერთოდ არაფრად არ გვთვლიან! ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების ხელახლა ჩატარებას!

 

ამაზე უკვე განათლების სამინისტროშიც აცნობეს, მაგრამ განათლების მინისტრმა ყურად არ იღო.

 

ჩვენ ასევე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ სტუდენტური მოძრაობა რეფორმებისთვის“. ჩვენ არჩევნებამდე, განცხადებით მივმართეთ და გვინდოდა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყვნენ არჩევნების პროცესში, მაგრამ, მათ ეს არ დაუშვეს. საერთოდ კი, თვითონ კანდიდატსაც შეეძლო თავისი დამკვირვებლის დანიშვნა, მაგრამ მოხდა ისე, რომ უკვე დანიშნული და დამტკიცებული დამკვირვებელი მოხსნეს საარჩევნო უბნიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე!

 

ესაა ერთი ბანდა. ყველა ერთმანეთთანაა შეკრული. ჩვენ, როგორც არასამთავრობომ, როდესაც მივმართეთ, რომ გვინდოდა რეგისტრაცია და როდესაც კანცელარიაში შევიტანეთ განცხადება, ამათ იმდენად გააჭიანურეს დრო, რომ განცხადების გადაცემა მოხდა მაშინ, როდესაც უკვე რეგისტრაციის დრო ამოწურული იყო.

 

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსად არ იყო გამოკრული რეგისტრაციის ვადები, არც სოხუმის უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეც არ გამოქვეყნებულა. ბავშვები არ იყვნენ ინფორმირებულნი და ჩვენ ვეუბნებოდით.

 

წესით და რიგით, როცა აქ ტარდება არჩევნები, ყოველ ფაკულტეტზე ერთი ბავშვი, ან ერთი პროფესორი უნდა აკვირდებოდეს პროცესს, მათ კი მოიყვანეს თავისი ხალხი. არჩევნების დამთავრების შემდეგ კი 4 საათი გვალოდინეს. არადა, თავიდან გვითხრეს, რომ 15 წუთში იქნებოდა შედეგები! მათ კი 4 საათი მოანდომეს! საბოლოოდ კი გვითხრეს, რომ ჩვენს კანდიდატს 6 ხმა აქვს მიღებული. ცხადია, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ, ხელმოწერებიც ავიტანეთ, მაგრამ არ აქვთ არანაირი რეაგირება!

 

           ჩაიწერა კარინა გრიგორიანმა