Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
16-01-2016, 12:22
ნანახია: 872

გაუჩინარებულ ზუგდიდის საოლქო პროკურორს მეოთხე დღეა ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა ზუგდიდის საოლქო პროკურორს, პაატა ქირიას ვერ პოულობენ. პაატა ქირია სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ცნობილია, რომ მისი ტელეფონი 2 დღის წინ რუსთავში იპოვეს, თუმცა თავად პროკურორი არსად ჩანს.

 

ზუგდიდის საოლქო პროკურორის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. 

 

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმეში უწყება აქტიურად არის ჩართული და მიმდინარეობს მოკვლევა პროკურორის ადგილსამყოფელის დასადგენად. განცხადება მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა გააკეთა.

 

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან არ გასულა კონტაქტზე. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით,“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

 

ზუგდიდის საოლქო პროკურორი, პაატა ქირია მიმდინარე წლის 13 იანვარს დაიკარგა.